Atoms, the smallest particles of matter that retain the properties of the matter, are made of protons, electrons, and neutrons. |
ატომი წარმოადგენს მატერიის უმცირეს ერთეულს, რომელიც ინარჩუნებს მატერიის თვისებებს და შექმნილია პროტონების, ელექტრონებისა და ნეიტრონებისგან. |
Protons have a positive charge, Electrons have a negative charge that cancels the proton's positive charge. |
პროტონებს გააჩნიათ დადებითი მუხტი, ხოლო ელექტრონებს - უარყოფითი, რაც ანეიტრალებს პროტონის დადებით მუხტს. |
Neutrons are particles that are similar to a proton but have a neutral charge. |
ნეიტრონები პროტონების მსგავსი ნაწილაკებია, თუმცა მათ აქვთ ნეიტრალური მუხტი. |
There are no differences between positive and negative charges except that particles with the same charge repel each other and particles with opposite charges attract each other. |
დადებით და უარყოფით მუხტებს შორის არ არის განსხვავება გარდა იმისა, რომ ერთი და იგივე მუხტის მქონე ნაწილაკები განიზიდავენ, ხოლო სხვადასხვა მუხტის მქონე ნაწილაკები კი - მიიზიდავენ ერთმანეთს. |
If a solitary positive proton and negative electron are placed near each other they will come together to form a hydrogen atom. |
თუ ცალკეული დადებითი მუხტის მქონე პროტონი და უარყოფითი მუხტის მქონე ელექტრონი ერთმანეთის სიახლოვეს განლაგდებიან, ისინი შეერთდებიან და წარმოქმნიან წყალბადის ატომს. |
This repulsion and attraction (force between stationary charged particles) is known as the Electrostatic Force and extends theoretically to infinity, but is diluted as the distance between particles increases. |
ასეთი განზიდულობა და მიზიდულობა ( დამუხტულ უძრავ ნაწილაკებს შორის წარმოქმნილი ძალა) ცნობილია როგორც ელექტროსტატიკური ძალა და თეორიულად გრძელდება უსასრულობამდე, თუმცა ის მცირდება რაც უფრო იზრდება მანძილი ნაწილაკებს შორის. |
When an atom has one or more missing electrons it is left with a positive charge, and when an atom has at least one extra electron it has a negative charge. |
როდესაც ატომს აკლია ერთზე მეტი ელექტრონი, მას გააჩნია დადებითი მუხტი, ხოლო როდესაც მასზე მიერთებულია სულ მცირე ერთი ელექტრონით მეტი, მაშინ ის დამუხტულია უარყოფითად. |
Having a positive or a negative charge makes an atom an ion. |
დადებითი ან უარყოფითი მუხტის მქონე ატომს ეწოდება იონი. |
Atoms only gain and lose protons and neutrons through fusion, fission, and radioactive decay. |
ატომები მხოლოდ იერთებენ ან კარგავენ პროტონებს და ნეიტრონებს შერწყმის, გახლეჩის და რადიოაქტიული დაშლის გზით. |
Although atoms are made of many particles and objects are made of many atoms, they behave similarly to charged particles in terms of how they repel and attract. |
მართალია ატომები შექმნილია ბევრი ნაწილაკისაგან, ხოლო საგნები - ბევრი ატომისაგან, განზიდვისა და მიზიდვის თვალსაზრისით ისინი მოქმედებენ დამუხტული ნაწილაკების მსგავსად. |
In an atom the protons and neutrons combine to form a tightly bound nucleus. |
ატომში პროტონები და ნეიტრონები ერთდებიან, რათა წარმოქმნან მჭიდროდ შეერთებული ბირთვი. |
This nucleus is surrounded by a vast cloud of electrons circling it at a distance but held near the protons by electromagnetic attraction (the electrostatic force discussed earlier). |
ბირთვს გარს ეკვრის ელექტრონების მთელი კასკადი, რომლებიც გარკვეული დისტანციის მანძილზე მოძრაობენ მის გარშემო, თუმცა ელექტროსტატიკური მიზიდულობის საშუალებით ისინი პროტონების სიახლოვეს იმყოფებიან (ელექტროსტატიკური ძალა ზემოთ იქნა განხილული). |
The cloud exists as a series of overlapping shells / bands in which the inner valence bands are filled with electrons and are tightly bound to the atom. |
ელექტრომაგინიტური ღრუბელი წარმოადგენს ურთიერთგადამფარავი გარსების/ დონეების ჯგუფს, რომელშიც შიდა ვალენტური დონე სავსეა ელექტრონებით, რომლებიც მჭიდროდ არიან მიერთებულნი ატომზე. |
The outer conduction bands contain no electrons except those that have accelerated to the conduction bands by gaining energy. |
გარეთა გამტარი დონე არ შეიცავს ელექტრონებს გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ენერგიის მატების საშუალებით მათი აჩქარება ხდება გამტარ დონემდე. |
With enough energy an electron will escape an atom (compare with the escape velocity of a space rocket). |
საკმარისი ენერგიის მქონე ელექტრონი თავს დააღწევს ატომს (რაც შეიძლება შევადაროთ რაკეტის მოძრაობის სიჩქარეს ). |
When an electron in the conduction band decelerates and falls to another conduction band or the valence band a photon is emitted. |
როდესაც ელეტრონი გამტარ დონეზე შეანელებს სიჩქარეს და გადავა სხვა გამტარ დონეზე ან ვალენტურ დონეზე, ამ დროს გამოთავისუფლდება ფოტონი. |
This is known as the photoelectric effect. |
ეს ასევე ცნობილია ფოტოელექტრული ეფექტის სახელით. |