The United States Constitution divides the government into three separate and distinct branches: the Executive, Legislative and Judicial branches. |
შეერთებული შტატების კონსტიტუცია მთავრობას სამ ცალკეულ და განსხვავებულ შტოდ ყოფს: აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოები. |
The concept of separate branches with distinct powers is known as separation of powers. |
განსხვავებული ძალაუფლების მქონე ცალკეული შტოების იდეა ძალაუფლების დანაწილებად არის ცნობილი. |
That doctrine arose from the writings of several European philosophers. |
ეს დოქტრინა რამდენიმე ევროპელი ფილოსოფოსის შრომებს დაეფუძნა. |
Englishman John Locke first pioneered the idea, but he only suggested a separation between the executive and legislative. |
ინგლისელი ჯონ ლოკი პირველი იყო, ვინც ეს იდეა შემოიტანა, თუმცა ის მხოლოდ აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების დაცალკევებაზე საუბრობდა. |
The Frenchman Charles-Louis de Secondat, Baron de Montesquieu, added the judicial branch. |
სასამართლოს შტო ფრანგმა შარლ-ლუი დე სეკონდამ, ბარონმა დე მონტესკიემ დაამატა. |
Each branch is theoretically equal to each of the others. |
თეორიულად ყოველი შტო თანაბარი ძალის მფლობელია. |
The branches check each other's powers and use a system known as checks and balances. |
ეს შტოები ერთმანეთის ძალაუფლებას ზღვარდ უდებენ; გამოიყენება ძალთა დაბალანსების სისტემა. |
Thus, no branch can gain too much power and influence, thus reducing the opportunity for a tyrannical government. |
შესაბამისად, ვერც ერთი შტო ვერ მოიპოვებს გადამეტებულ ძალაუფლებას და გავლენას და ამგვარად, ტირანული მმართველობის შესაძლებლობას ამცირებს. |
In the introduction, there is a Preamble. |
კონსტიტუცია პრეამბულით იწყება. |
The Preamble is as stated: "We the people of the United States, in order to form a more perfect union, establish justice, insure domestic tranquility, provide for the common defense, promote the general welfare, and secure the blessings of liberty to ourselves and our posterity, do ordain and establish this constitution for the United States of America". |
პრეამბულა ასეთია: "ჩვენ, ამერიკელი ხალხი ვაცხადებთ და ვამკვიდრებთ ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციას, რათა შევქმნათ უფრო სრულყოფილი კავშირი, დავამკვიდროთ სამართლიანობა, უზრუნველვყოთ საშინაო მშვიდობა, ვაწარმოოთ საერთო თავდაცვა, განვავითაროთ ზოგადი კეთილდღეობა და დავიცვათ თავისუფლების სიკეთეები ჩვენთვის და ჩვენი შთამომავლებისთვის." |