The overall marketing strategy of an organization should focus on developing relationships with customers to understand their needs, and to develop goods, services, and ideas to meet those needs. |
ორგანიზაციის საერთო მარკეტინგული სტრატეგია მიმართული უნდა იყოს მომხმარებლებთან ურთიერთობების განვითარებაზე, მათი საჭიროებების გამოვლენისა და ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საქონლის, მომსახურებისა და იდეების შემუშავების მიზნით.. |
Information Gathering: research potential customers, their needs, and spending habits in order to understand what sort of product, service, or idea they wish to buy. |
ინფორმაციის შეგროვება: გამოიკვლიეთ პოტენციური მომხმარებლები, მათი საჭიროებები და მსყიდველობითი ჩვევები, რათა დაადგინოთ რა სახის პროდუქტის, მომსახურებისა ან იდეის ყიდვა სურთ მათ. |
Evaluation of Organization Capabilities: decide what your organization can produce relatively well, and what your organization is not capable of producing based on the organization's specific strengths and weaknesses. |
ორგანიზაციის შესაძლებლობების შეფასება: ორგანიზაციის კონკრეტულ ძლიერ და სუსტ მხარეებზე დაყრდნობით, გადაწყვიტეთ რისი წარმოება შეუძლია თქვენს ორგანიზაციას შედარებით უკეთ, და რის წარმოების შესაძლებლობა არ გააჩნია მას. |
Identify Market Opportunities: research the current market for a product idea, and look for an opportunity; such as no competition or strong demand. |
გამოავლინეთ ბაზრის შესაძლებლობები: გამოიკვლიეთ პროდუქტის იდეის მიმდინარე ბაზარი და ეძიეთ ისეთი შესაძლებლობები, როგორიცაა მაგალითად კონკურენციის არარსებობა ან ძლიერი მოთხოვნა. |
Set Objectives of Marketing Strategy: decide what results need to be achieved in order to reach the organization's goals; such as a specific increase in sales, or net profits. |
დასახეთ მარკეტინგული სტრატეგიის მიზნები: გადაწყვიტეთ რა შედეგების მიღწევაა საჭირო ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად. მაგალითად, გაყიდვების ან წმინდა მოგების კონკრეტულ მაჩვენებლამდე გაზრდა. |
Formulate an Action Plan: List the specific steps the organization needs to take in order to implement the marketing plan, and assign the responsibilities to specific staff members. |
ჩამოაყალიბეთ მოქმედებათა გეგმა: შეადგინეთ კონკრეტული ნაბიჯების სია, რომელიც ორგანიზაციამ უნდა გადადგას მარკეტინგული გეგმის განსახორციელებლად და დააკისრეთ ფუნქციები კონკრეტულ პერსონალს. |
Monitor & Evaluate: Study the marketing plan regularly, at least once per quarter, to track performance against the set objectives. |
დააკვირდით და შეაფასეთ: შეისწავლეთ მოქმედი მარკეტინგული გეგმა რეგულარულად, სულ მცირე კვარტალში ერთხელ, შეადარეთ შესრულებული სამუშაო დასახულ მიზნებს. |