Psychology is the study of behavior and mind, embracing all aspects of conscious and unconscious experience as well as thought. |
ფსიქოლოგიის შესწავლის საგანია ქცევა და გონება და ეს მოიცავს ყველა ცნობიერ და არაცნობიერ დონეზე მიღებულ გამოცდილებას და ასევე აზროვნებას. |
It is an academic discipline and an applied science which seeks to understand individuals and groups by establishing general principles and researching specific cases. |
იგი წარმოადგენს აკადემიურ დისციპლინას და გამოყენებით მეცნიერებას, რომლის მიზანია ზოგადი პრინციპებისა ჩამოყალიბებისა და კონკრეტული სიტუაციების კვლევის საფუძველზე გააანალიზოს ინდივიდები და ჯგუფები. |
In this field, a professional practitioner or researcher is called a psychologist and can be classified as a social, behavioral, or cognitive scientist. |
ამ სფეროში, პროფესიონალ სპეციალისტს თუ მკვლევარს ეწოდება ფსიქოლოგი და მას შეიძლება მივანიჭოთ სოციალური, ბიჰეივორული თუ კოგნიტური მეცნიერის კლაციფიკაცია. |
Psychologists attempt to understand the role of mental functions in individual and social behavior, while also exploring the physiological and biological processes that underlie cognitive functions and behaviors. |
ფსიქოლოგები ცდილობენ გაიგონ ფსიქიკური ფუნქციების როლი ინდივიდუალურ თუ სოციალურ ქცევებში და ასევე იკვლევენ იმ ფიზიოლოგიურ და ბიოლოგიურ პროცესებს, რომლების საფუძვლად უდევს კოგნიტურ ფუნქციებსა და ქცევებს. |
Psychologists explore concepts such as perception, cognition, attention, emotion, intelligence, phenomenology, motivation, brain functioning, personality, behavior, and interpersonal relationships, including psychological resilience, family resilience, and other areas. |
ფსიქოლოგები იკვლევენ ისეთ კონცეფციებს როგორიცაა აღქმა, შემეცნება, ყურადღება, ემოცია, ინტელექტი, ფენომენოლოგია, მოტივაცია, თავის ტვინის ფუნქციები, პიროვნული თვისებები, ქცევა და ინტერპერსონალური ურთიერთობები ფსიქოლოგიური მდგრადობის, ოჯახის მდგრადობის და სხვა სფეროების ჩათვლით. |
Psychologists of diverse orientations also consider the unconscious mind. |
ფსიქოლოგები რომლებიც იკვლევენ ასევე სხვადასხვა მიმართულებებს მნიშვნელობას ანიჭებენ გონების არაცნობიერ მხარეს. |
Psychologists employ empirical methods to infer causal and correlational relationships between psychosocial variables. |
ფსიქოლოგები იყენებენ ემპირიულ მეთოდებს იმისათვის, რომ ფსიქოსოციალურ ცვლადებს შორის დაადგინონ მიზეზობრივი და კორელაციური ურთიერთობები. |
In addition, or in opposition, to employing empirical and deductive methods, some—especially clinical and counseling psychologists—at times rely upon symbolic interpretation and other inductive techniques. |
ემპირიული და დედუქციური მეთოდების გამოყენების გარდა, თუ ამის საპირისპიროდ, ზოგიერთი კლინიკური ფსიქოლოგი თუ ფსიქოთერაპევტი ეყრდნობა სიმბოლურ ინტერპრეტაციას და სხვა ინდუქციურ ხერხებს. |
Psychology has been described as a "hub science", with psychological findings linking to research and perspectives from the social sciences, natural sciences, medicine, humanities, and philosophy. |
ამბობენ რომ ფსიქოლოგია დაკავშირებულია სხვადასხვა მეცნიერების დარგთან, რომლის დროსაც ფსიქოლოგიური კვლევები უკავშირდება სოციალური მეცნიერებების, ბუნებრივი მეცნიერებების, მედიცინის, ჰუმანიტარული მეცნიერებების და ფილოსოფიის პერსპექტივებსა და კვლევებს. |